რა იწინარსარმეტყველა ვანგამ საქართველოზე – ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი ვანგასთან შეხვედრას იხსენებს

0
1010

რა იწინარსარმეტყველა ვანგამ საქართველოზე – ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი ვანგასთან შეხვედრას იხსენებს

ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი 1987 წელს ცნობილ ბულგარელ ნათელმხილველ ვანგასთან შეხვედრას იხსენებს:

დადგა ვანგა და ისეთი,,ზღაპრები მომიყვა,, სპასი კი არა მე გავხდი მოსაბრუნებელი. აი, ის რომ მითხრა, რუსეთთან ომი ექნება საქართველოსო, მაშინ, მაპატიოს ვანგას სულმა და ვიფიქრე, რეებს პრუტუნებს ეს დედაბერი მეთქი? 1987 წელს რომ გეტყვიან რუსეთთან ომი ექნება შენს ქვეყანასო, იმ ,,გაგანია,, კომუნისტურ წყობაში, თქვენ რას იფიქრებდით? 1987 წლიდან დღემდე რაც მოხდა უკვე წარსულია და ყველამ ძალინ კარგად იცით. მაგრამ, მაშინ, თებერვლის იმ თოვლინ დღეს იყო 1987 წელი და ვანგას წინაწარმეწტყველება, საღი აზროვნების და ლოგიკის არავითარ ნორმაში არ თავსდებოდა, მაგრამ ეს იყო ვანგა და არა ვიღაც ჩუღურეთელი სონა მკითხავი.

**

იმ დროს ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი ოჯახით უცხოეთში ემიგრაციაზე. ვანგამ კი გამაფრთხილა: – ტყუილად ფიქრობ ემიგრაციაზე! შემოთავაზებების მიუხედავად, შენ ვერსად იცხოვრებ საქართველოს გარდა. რამდენჯერ ვცადე, მაგრამ ნოსტალგიამ ლამის ბოლო მომიღო.

** ბულგარეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ და ჟურანალ ,,ოტეჩესტვოს,, მთავარმა რედაქტორნა,სპას პოპოვმა,თავისი ჟურნალის ექვს ნიმერში,ნარკვევების სერია დაბეჭდა სათაურით ,,ორ ფენომენს შორის,, რომელიც 1990 წელს წიგნად გამოსცა.

**

ბევრ ,,ზღაპრებს,, ყვებიან ვანგზე . ტყუილია და არ დაიჯეროთ! ბევრ ისეთ რამეს მიაწერეე, რაც არ უთქვამს! ისე, ეს ჩემი მონაყოლიც ზღაპარს ჰგავს და ძალიან ძნელია დასაჯერებლად, – წერს თამაზ ჭეიშვილი.

პ.ს.ერთი საყურადღებო დეტალი! როცა ვკითხე, როგორი იქნება საქართველო 2030 წელს მეთქი, იცით რა მიპოასუხა – ჯობია არ იცოდე, უფრო მშვიდად იცხოვრებ!… აღარ ჩავაცივდი… მაშინ რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა…არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ გრძნობას, უსიამოვნო, გაუგებარი გრძნობა იყო.. აი , ახლობლის უბედურების ამბავს რომ გაიგებ, ისეთი!

** თამაზ ჭეიშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

– ბატონო თამაზ, 2030 წელს ცუდი გველოდება?

-,,ცუდი გველოდება,,?:)) უკვე რომ ვართ იმ,,ცუდში,, ვერ გრძნობთ? მილიონამდე ქართველი წასულია ქვეყნიდან! შეიძლება ამას გულისხმობდა ვანგა! კიდევ რამდენი წავა? ეს,,ინფორმაცია,“ვანგამ საფლავში ჩაიტანა! 18-30 წლის ახალგზრდობის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილების და უიმედობისგან ალკოჰოლს მიეძალა… არ მინდა გამოვიყენო სიტყვა -,,გალოთდა“! ეხლა კიდევ მარიხუანას ლეგალიზაციაზე დაიწყეს ლაპარაკი…

ვანგამ დაინახა ეს დრო და კიდევ ის დრო, რაც ჯერ არ დამდგარა… ალბათ,კარგი არაფერი გველოდება! დაბეჯითებით ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ!.. – რა გვეშველება, ეს ხომ მწარე სიმართლეა?

– რა პრობლემაა? სამუდამო და უსასრულო არაფერია! ლათინები გაქრენ ბოლოს და ბოლოს! მაგრამ,ლათინებმა ენა მაინც დაუტოვეს კაცობრიობას! ჩვენ რას დავუტოვებთ,ხაჭაპოურს, რომელსაც სომხებმა ,,ხაჩატური,, დაარქვეს, თუ ჩურჩხელას, სომხებმა ,,არმინსკი სნიკერსად რომ მონათლეს“?!

LEAVE A REPLY