რა დაავადებებს კურნავს სექსი?

0
1387
რა დაავადებებს კურნავს სექსი?
სექსი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დიდი ხანია დამტკიცდა რომ სექსი მხოლოდ სიამოვნების მიღების, ან შთამომავლობის გაგრძელების საშუალება არაა. ინტიმურ ურთიერთობას ძალიან ბევრი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს ორგანიზმზე. კერძოდ, იგი ცალკეულ დაავადებებსაც კი კურნავს.
მაგალითად, შესაძლოა ტკივილი მნიშვნელოვნად შეგიმციროთ ინტიმურმა კავშირმა. ზოგიერთი ქალის ცხოვრებაში მენსტრუაციის დღეები განსაკუთრებით კრიტიკულია. უმრავლესობა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იღებს რომ დისკომფორტი მინიმუმამდე შეამციროს. მისიონერულ პოზაში სექსი აუცილებლად დაგეხმარებათ.  სექსის დროს ბედნიერების ჰორმონი – ენდორფინი გამოიყოფა, რომელიც თავის, სახსრების და სხვა ტკივილს ამცირებს. შესაძლოა ამან მედიკამენტებიც კი ჩაგინაცვლოთ.
სექსი სისხლძარღვებს აფართოვებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. შესაბამისად,ის სასარგებლოა ვარიკოზული ვენების, მაღალი ან დაბალი წნევის დროს.
ადამიანის ლიმფური სისტემა ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის უჯრედებს გაწმენდაში ეხმარება. გული, ამ შემთხვევაში, ტუმბოს როლს ასრულებს და სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს. ამ პროცესის გაუმჯობესებისთვის ძაღლის პოზა იდეალური არჩევანია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სექსი კვირაში ორჯერ ან მეტჯერ ჰქონდათ, ნაკლებად აწუხებდათ გულის დაავადებები.
სექსი მთელს სხეულს ტონუსს უნარჩუნებს. იმისთვის რომ სექსით დაკავდეთ გარკვეული ფიზიკური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. ინტიმური ურთიერთბისას მუშავდება როგორც ცალკეული კუნთები, ასევე, მთლიანი ორგანიზმი. როგორც იცით, ვარჯიში ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
სექსი ამცირებს სტრესსაც. სტრესულ სიტუაციებში ადამიანის იმუნიტეტი ითრგუნება და ორგანიზმი ბაქტერიებს და ვირუსებს ძნელად უმკლავდება. ინტიმური ურთიერთობა კი ამის შესანიშნავი პრევენციაა. იმუნიტეტის გაუმჯობესება გაციების და გრიპის მიმართაც გაუმჯობესდება.  ჯანსაღი სექსის შემდეგ კარგი განწყობა დიდხანს გაგყვებათ.

LEAVE A REPLY