რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულებს? ეს ჩვენი უდიდესი სირცხვილია!

0
827

რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულებს? ეს ჩვენი უდიდესი სირცხვილია!

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის ბრალდებული მკვლელობაში, არამედ არის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული. შესაბამისად, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მხრიდან იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა და არ არსებობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის არც მიმალვის საფრთხე და არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

შემდეგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.

LEAVE A REPLY