რა ასაკში გვაქვს ყველაზე ხარისხიანი სქესობრივი ცხოვრება?

0
685
რა ასაკში გვაქვს ყველაზე ხარისხიანი სქესობრივი ცხოვრება?
თუ ჯერ მხოლოდ 20-იდან 45 წლამდე ასაკის ხარ, შენთვის კარგი ამბავიც გვაქვს და ცუდიც: შენს ცხოვრებაში ის პერიოდი ჯერ არ დამდგარა, როდესაც საუკეთესო სქესობრივი ცხოვრება გექნება.
21 წლის შემდეგ, ქალებს დაბადების დღის დადგომა მაინც და მაინც აღარ უხარიათ ხოლმე, თუმცა ძალიან ცდებიან: ტენდენციები იცვლება და თანამედროვე სამყაროში ქალის ცხოვრება მხოლოდ 40 წლის შემდეგ იწყება!
 
ონლაინ-პლატფორმა Happify-მ გადაწყვიტა, პასუხი გაეცა ძალიან აქტუალური კითხვისთვის: „რა ასაკში აქვთ ადამიანებს საუკეთესო სქესობრივი ცხოვრება?” ამის დასადგენად კვლევა ჩატარდა, რომელიც 50-იდან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს თავიანთი სქესობრივი ცხოვრების გამოცდილებების შესახებ ეკითხებოდა. შედარებით დიდი ასაკის ადამიანები შემთხვევით არ შეურჩევიათ — მათ ხომ ლოგიკურად მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. იცი, რა შედეგები გამოავლინა კვლევამ? ადამიანებს საუკეთესო სექსი 40 წლის შემდეგ, განსაკუთრებით — 46 წლის ასაკში აქვთ!
გარდა ამისა, Happify-ს კვლევამ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოავლინა: მაგალითად, ყველაზე ბედნიერი ის წყვილები არიან, რომლებიც სექსით საშუალოდ კვირაში ერთხელ კავდებიან; ამერიკის საშუალო მოსახლეობას კი (დაოჯახებული, დასაოჯახებელი) სექსი დაახლოებით თვეში 3-ჯერ აქვს. ასე რომ, ნუ დაკომპლექსდები, შენი ხმაურიანი მეზობლების მსგავსად, სექსი ყოველდღიურად თუ არ გაქვს — კვლევის მიხედვით, შენ მათზე ბედნიერ ფენას მიეკუთვნები 🙂
 
მეორე მხრივ, კვლევამ დაადგინა, რომ შედარებით ასაკოვან წყვილებს შორის, მეტად ბედნიერი ცხოვრება იმათ აქვთ, ვინც სექსით რეგულარულად კავდება.
საბოლოოდ კი, გამოკითხულების დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში საუკეთესო სექსი სწორედ იმდროინდელ პარტნიორთან ჰქონდათ. მოკლედ, თუ ამ მნიშვნელოვან თარიღს — 46-ე დაბადების დღეს უახლოვდები, გირჩევთ, შენი ცხოვრების პარტნიორი ძალიან ყურადღებით შეარჩიო!

LEAVE A REPLY