რას ჰყვებიან 21 წლის რუსთაველ ბიჭზე, რომელიც მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

0
692
რას ჰყვებიან 21 წლის რუსთაველ ბიჭზე, რომელიც მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მდინარე მტკვარში წუხელ ღამით 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული იდენტიფიცირებულია. 21 წლის გიორგი ზაბახიძის ოჯახის წევრებისა და მეზობლების მტკიცებით, გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება და სისხლჩაქცევები აღენიშნება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

LEAVE A REPLY