რას წერდა “ფეისბუქზე” სატანისტური მკვლელობისთვის ბრალდებული – “ელოდებით რაღაც უზარმაზარს და ისიც მოდის”

0
823
რას წერდა “ფეისბუქზე” სატანისტური მკვლელობისთვის ბრალდებული – “ელოდებით რაღაც უზარმაზარს და ისიც მოდის”
გთავაზობთ დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა შენგელიას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტს:
“…ელოდებით რაღაც უზარმაზარს, და ისიც მოდის – თქვენ კი ზურგს აქცევთ. ნუ გექნებათ პრეტენზია რომ ცუდად ხართ, ნუ დაიჩივლებთ რომ ცხოვრება უსამართლოა…..
მე არ მჯერა ამ ქალაქში დასმული დიაგნოზების!”…
“დექსამეტაზონის ურეცეფტოდ გამცემს ჩემი ხელით ამოვაჭრი ორივე თირკმელს !”
შეგახსენებთ, რომ  ოფიციალური ინფორმაციით: „სამმა ბრალდებულმა – ირინა ყოჩიაშვილმა, ბექა შენგელიამ და არასრულწლოვანმა ნინა ჩ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და ყელი გამოსჭრეს. გვამი მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე, ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექას შენგელიას ნაქირავებ ბინაში ჩანთით გადაიტანეს და დაანაწევრეს. დანაწევრებული გვამი გლდანის ნაგავსაყრელზე აიტანეს და დაწვეს”.

LEAVE A REPLY