რას ამბობს თქვენი განავალი თქვენზე?!

0
890
რას ამბობს თქვენი განავალი თქვენზე?!
ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ყველა დაავადება ნაწლავებიდან მოდის. ამიტომ დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ ის რაც თქვენგან გამოდის კარგად გამოიყურება.
სამი დეტალი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
რეგულარულობა
ფორმა
ფერი
 
რეგულარულობა
დეფეკაცია დღეში მინიმუმ ერთხელ უნდა განხორციელდეს, უნდა გრძნობდეთ, რომ თქვენი ნაწლავები მთლიანად დაიცალა. ზოგიერთი ადამიანი დეფეკაციას დღეში 2-3 ჯერ ახდენს. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნივთიერებათა სწრაფ ცვლასთან, ან იმ საკვების სახეობასთან და რაოდენობასთან, რომელიც მიიღეთ.
თუ დეფეკაციას დღეში 3-ჯერ მეტჯერ ახდენთ ეს უკვე დიარეის ნიშანია.
ფორმა
თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენ ფეკალიებს ნორმალური ფორმა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენმა ორგანიზმმა გადაამუშავა, აითვისა ყველა სასარგებლო ნივთიერება და ახლა საფუძვლიანად იწმინდება მჟავებისა და ტოქსინებისგან.
თქვენს წინაშეა სახელმძღვანელო, ე.წ ბრისტოლის სამედიცინო ანკეტა
ტიპი 1- ცალკეული პატარა მყარი ბურთულები
ტიპი 2- ძეხვისმსგავსი, თუმცა არაერთგვაროვანი ზედაპირის
ტიპი 3- ძეხვისმგავსი, ზედაპირზე ბზარებით
ტიპი 4-ძეხვისმსგავსი გლუვი ზედაპირით
ტიპი 5- რბილი ბურთულები რელიეფური კიდეებით
ტიპი 6- ხაოიანი მასა მკვეთრი კიდეებით
ტიპი 7- წყლიანი, მყარი მასის გარეშე, აბსოლუტურად თხიერი.
ამ ტიპებს შორის ჯანმრთელობის მანიშნებელი არის მეოთხე.
„იდეალური” განავალი ადვილად უნდა გამოდიოდეს, მისი სუნი კი ყველაზე მეტად დამპალი ხილის სუნს უნდა გავდეს და არა რაღაც საშინელებას.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ტიპი, უკეთესია ვიდრე 5 ან 6.
 
დიარეის გაკონტროლება რთულია და ის ხშირად უფრო სერიოზული დაავადების შედეგს წარმოადგენს. პრობლემურია კუჭშეკრულობაც და არარეგულარული კუჭის მოქმედებაც.
 
ფორმის ამბავი გაირკვა, ახლა რაც შეეხება ფერს:
„იდეალური” განავალი უნდა იყოს რძიანი შოკოლადისფერიდან მუქ ყავისფერამდე,
თუ განავალი შავი ფერისაა, ეს მიანიშნებს, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემის ზედა ნაწილში სისხლდენაა.
ყვითელი ან მწვანე ფერი შეიძლება მიანიშნებდეს ცხიმის შეწოვის პრობლემებზე, ასევე ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე.
ამასთანავე დაიმახსოვრეთ რომ განავლის ფერის ცვლილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს საჭმლის ფერთანაც, მის ფერს ხშირად ცვლის ჭარხლის, სალათის ფოთლის ან საკვები საღებავების მიღება.

LEAVE A REPLY