რამდენი ლარი აჩუქა დეა ადამიამ მამა ანთიმოზს – “მედეას ღმერთი დაუბრუნებს …”

0
653

რამდენი ლარი აჩუქა დეა ადამიამ მამა ანთიმოზს – “მედეას ღმერთი დაუბრუნებს …”

დეა ადამიამ მამა ანთიმოზს 50 ლარი აჩუქა – “მედეას ღმერთი დაუბრუნებს …”

 

არქიმანდრიტი მამა ანთიმოზი სოციალურ ქსელში მედეა ადამიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“Medea Adamia
პენსიას თვის დასაწყისში და შუაში ვიღებ. 27 ნოემბერს, უკანასკნელი თეთრებით პური ვიყიდე და მარხვის დაწყებას უთეთროთ ვხვდები. 1 დეკემბერს მაქვს პენსია ასაღები, ვფიქრობ, ღმერთო! რა გაიტანს დარჩენილ სამ დღეს(ჩემი სიამაყის, თუ ამპარტავნების გამო, საშინლად არ მიყვარს ვინმესთვის ფულის თხოვნა).
12 საათს გადაცდა, უკვე მარხვაში ვართ. მობილური რეკავს, მედეაა. მამაო სტამბულში მივფრინავ, გზაზე შემოგივლი(აქვე ცხოვრობს) და დამლოცეო! ორ თვეზე მეტია არ მინახავს. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. გზა დავულოცე. გასვლის დროს ჯიბიდან 50 ლარი ამოიღო და მაგიდაზე დადო. გავოცდი. უარს ვეუბნები, გზაზე ხარ და დაგჭირდება-მეთქი! უკან რას გამომართმევდა.
კარებთან გაცილებისას ვეუბნები: გამოცხადება გქონდა პურის ფული რომ არ მქონდა-მეთქი?! გაეცინა და წავიდა.
მადლობა ღმერთს! გაჭირვების ჟამს უფალი ვიღაცის ხელით გიგზავნის. იმ წამს, ჩემთვის 50 ლარი 50000 ლარის ტოლფასი იყო. მედეას ღმერთი ერთი-ათასათ დაუბრუნებს სიკეთეს.
როგორც ერს უჭირს, ისე უნდა უჭირდეს ბერს.
არქ. ანთიმოზი(ივერიელი)” – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.

LEAVE A REPLY