რაზე მეტყველებს ცუდი ძილი და მშრალი კანი

0
792
რაზე მეტყველებს ცუდი ძილი და მშრალი კანი
ადამიანის ორგანიზმი ერთი სრულყოფილი მექანიზმია, რომელშიც ერთდროულად მილიონობით პროცესი ხორციელდება. თუმცა ყოველთვის, როცა ამ მექანიზმში რაიმე შეფერხებაა, ორგანიზმი ნიშანს გვაძლევს, მთავარია, ამ ნიშნების წაკითხვა ვისწავლოთ.
ცუდი ძილი, გაღიზიანება, ფეხის კრუნჩხვები
ეს ნიშნები მაგნიუმისა და კალიუმის დეფიციტზე მეტყველებს. მაგნიუმით მდიდარია თხილი, სელის
თესლი, მზესუმზირა და ნუში.
ორგანიზმში კალიუმის შემცველობის გასაზრდელად რაც შეიძლება ხშირად უნდა მიირთვათ მწვანე ფოთლების მქონე ბოსტნეული: კომბოსტო, ისპანახი. ზემოაღნიშნულ ნივთიერებებს შეიცავს, აგრეთვე, ქლიავი, ჭარხალი, გარგარი.
მარილიანი საჭმლის მოთხოვნილება
ამგვარი სიმპტომი ორგანიზმში, კერძოდ, შარდსასქესო სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესის ან ინფექციის ნიშანია.
მშრალი კანი
მშრალი კანი მეტყველებს, რომ ორგანიზმს Е ვიტამინი აკლია. ამიტომაც მიირთვით რაც შეიძლება მეტი ზეთი, ცხიმიანი თევზი და თხილი.
 
ტკბილეულის მოთხოვნილება
ეს ნიშნავს, რომ ნერვულმა გადაძაბვამ ისე გამოფიტა თქვენი ორგანიზმი, რომ ძალებისა და ენერგიის აღსადგენად გლუკოზა სჭირდება.
კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოთ თაფლი ან შავი მწარე შოკოლადი.
სისხლდენა ღრძილებიდან
თუ ასეთი სიმპტომი გაქვთ, ესე იგი С ვიტამინი არ გყოფნით. დალიეთ ბევრი ჩაი, ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, მათ შორის ნიორი.
მტვრევადი თმა და ფრჩხილები
ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი კალციუმისა და B ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. ასე რომ, მიირთვით რძე, პარკოსნები, კარტოფილი, მარცვლეული.

LEAVE A REPLY