“პოლიციის თანამშრომელი დამემუქრა” – რას ამბობს ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე?

0
133

“პოლიციის თანამშრომელი დამემუქრა” – რას ამბობს ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე?

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის მეუღლე ჯულიეტა იაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავების შემდეგ სამართალდამცვეები მას გამოძიებასთან თანამშრომლობას იძულებით თხოვდნენ.

როგორც ჯულიეტა იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებმა მას განუმარტეს, რომ ჩვენებაში თუკი იმას არ დაწერდა, რასაც უთითებდნენ, მის მეუღლეს პატიმრობა 15-დან 20 წლამდე შეეფარდებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მკვლელობის საქმეში მისი მეუღლე უდანაშაულოა და შესაბამისად გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

გარდა ამისა, ჯულიეტა იაშვილის განმარტებით, მკვლელობის დროს, მისი მეუღლე სახლში იმყოფებოდა. მისივე თქმით, მიხეილ იაშვილი არის შშმ პირი და გადაადგილება უჭირს.

ამასთან, ჯულიეტა იაშვილმა აღნიშნა, რომ მის მეუღლეს მოკლულ კახა ძნელაძესთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია წარსულში.

LEAVE A REPLY