პილოტის ბოლო სიტყვები ავიაკასტროფის წინ, რომელსაც ბრაზილიელი ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

0
846

პილოტის ბოლო სიტყვები ავიაკასტროფის წინ, რომელსაც ბრაზილიელი ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომელშიც 77 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის, “შაპეკოენსის” ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან, “ატლეტიკო ნასიონალთან” სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

გავრცელდა პილიტოს უკანასკნელი სიტყვები ჩამოვარდნის წინ, როცა ის ცენტრს დაუკავშირდა და მოსალოდნელი ავიაკასტროფის შესახებ აუწყა:

“GPS-ის სისტემა არ მუშაობს. არ ვიცი რა ხდება. ელექტროსისტემა გაითიშა. რადართან კონტაქტი არ მაქვს. ვვარდებით… გვიშველეთ… მოგვეცით მიმართულება ასაფრენი ბილიკისთვის. 1000 ფუტის სიმაღლეზე ვართ…”

LEAVE A REPLY