ნახეთ რა მოხდება დღეს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

0
890

ნახეთ რა მოხდება დღეს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

დღეს ღამით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, ასევე თეთრიწყარო-წალკასა და ბოლნისის რაიონში გზებზე აღინიშნება ლიპყინული, თუმცა წვერავას განცხადებით, თოვლისა და ყინვის შემდეგ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშო ვითარება საავტომობილო გზებზე არ არის.

„ლიპყინული იქნება ყველგან, სადაც მოთოვა. ამაღამ მთელ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი. ბოლნისი-დმანისში, -5 გრადუსი იქნება, კახეთში -6,-4, ხოლო თბილისში -3 გრადუსი.

დიდი ნალექი არსად მოსულა, მოთოვა ძირითადად კახეთში, თეთრიწყარო-წალკასა და ბოლნისის რაიონში. ასევე თბილისში, თუმცა, საგანგაშო, გზების მხრივ, არაფერია“,- განაცხადა ნინო წვერავამ.

რაც შეეხება მთას, მისი განცხადებით, მთაში არ მოუთოვია და გზებზეც შეფერხებები, მისი ინფორმაციით, არ არის.

შპს “თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის, როგორც თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ასევე, კრწანისი-შინდისის და ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ახალ გზაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკური მარილი დაყრილია.

მათივე ცნობით, გზები ყინულისგან გაწმენდილია და ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY