ნატა გულიაშვილმა ცნობილი სკანდალის შემდეგ ქმრის სახლი დატოვა – „აღარ მირიგდება… ერთ დღესაც გული გამისკდება…“

0
711
ნატა გულიაშვილმა ცნობილი სკანდალის შემდეგ ქმრის სახლი დატოვა – „აღარ მირიგდება… ერთ დღესაც გული გამისკდება…“

„მომილოცეთ, მეგობრებო, 5 დღეში ათი კოლო დავიკელი” წერს ნატა გულიაშვილი სოცლიალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ნატა ცოტა ხნის წინ პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა” მონაწილე გახლდათ. ყოფილი ამტანელი მეორე ტურში ვერ გადავიდა და სკანდალშიც გაეხვა. ამის გამო ბევრი სანერვიულო შეხვდა. ჩვენ მას დავუკავშირდით.

 

– ნატა, წონაში ნერვიულობის გამო დაიკელი?
– ჰო.
– კიდევ არ დამთავრდა შენი ნერვიულობა?
– არა და ოდესმე დამთავრდება თუ არა ესეც არ ვიცი. ალბათ ერთ დღესაც გული გამისკდება და მოვკვდები.
– ნატა, მართალია რომ ამ გადაცემის მერე ქმარი დაგშორდა?
– ნაჩხუბრები ვართ, არ მირიგდება.
– რა გითხრა, რა არ მოეწონა?
– თავიდანვე მთხოვა, არ წახვიდეო. გამოგიყენებენ და არ გადაგიყვანენ შემდეგ ტურშიო. მე ვამშვიდებდი, ნუ ნერვიულობ, გადავალ-მეთქი. როგორც მე მარწმუნებდნენ და მაჯერებდნენ, მეც ისე ვეუბნებოდი. საბოლოოდ პროექტის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ისე დამაზარალეს მორალურად, ფსიქოლოგიურად, ამ მდგომარეობიდან ოდესმე თუ გამოვალ, არ ვიცი. გამანადგურეს მთლიანად.
– ახლა სად ცხოვრობ, მეუღლის ოჯახიდან წამოხვედი?
– ჯერ-ჯერობით მშობლების სახლში ვარ, მერე რა იქნება არ ვიცი.
– ისევ გაბრაზებული ხარ ნათიაზე?
– ნათია რთველიაშვილს ჩემგან გადაეცით, წავიდეს რთველში და ყურძენი კრიფოს, ეგ უკეთ გამოუვა ვითომ მოცეკვავეს.
– გუშინ შეარჩიეს საუკეთესო 14-ეული. ნახავდი ალბათ გადაცემას. როგორ ფიქრობ, იქ შენი ადგილი იყო?
– საერთოდ არ ვუყურებ მაგ გადაცემას. ამ პროექტმა ძალიან ბევრი მაყურებელი დაკარგა. ჩემი სკანდალით პიარის გაკეთება უნდოდათ და „იმედმა” ანტიპიარი გაიკეთა ამ ყველაფრით. უამრავი ადამაიანი მირეაკავს, მწერს, პირადად მეუბნება, რომ არ უყურებს ამ გადაცემას. ყველა მიხვდა, რომ სპეციალურად მომექცნენ ასე სასტიკად. ვინც უყურებდა, ისიც აღარ უყურებს. ნულია მაგათი რეიტინგი.

LEAVE A REPLY