„მოვიმატე 12 კილოგრამამდე, რამაც შეცვალა ჩემი ვიზუალი… ხალხი დაუღალავად მლანძღავდა“- ანა ახვლედიანი ამაღელვებელ წერილს აქვეყნებს

0
35
მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში ამაღელვებელ წერილს აქვეყნებს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოვიმატე 12 კილოგრამამდე, რამაც სრულად შეცვალა ჩემი ვიზუალი. რა თქმა უნდა არც ხალხს გამორჩენია ეს მომენტი და დაუღალავად მლანძღავდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ამხელა აგრესია ხალხისგან და თან ამ მიზეზით მართლაც რომ ძალიან არაადეკვატური და უსამართლო იყო, მაგრამ რას ვიზამთ.

რამდენიმე თვე დაუღალავი შრომისა და დიდი მონდომების შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ჩემს 50 კილოს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც შთამაგონებდნენ და ყოველდღე მაძლიერებდნენ იმ განწყობით, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. ახლა კი დროა მეც გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ და გავაგებინო ყველას რომ ძალიან კარგები ხართ GNP Fitness” – წერს ანა ახვლედიანი

LEAVE A REPLY