მას უბრალოდ შვილის სქესის გაგება სურდა – ულტრაბგერითმა გამოკვლევამ ის შოკში ჩააგდო

0
940

მას უბრალოდ შვილის სქესის გაგება სურდა – ულტრაბგერითმა გამოკვლევამ ის შოკში ჩააგდო

ამერიკელი კერი მაკარტნი მეუღლესთან, ჩადომთან ერთად მრავალი წლის მანძილზე ბედნიერად ცხოვრობდა. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ და მეხუთე ბავშვის დაბადებისთვის ემზადებოდნენ. ორსულობის 23-ე კვირაში კერი ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში წავიდა, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა საშინელი ამბავი უთხრეს…
გამოკვლევის დროს დაფიქსირდა, რომ პატარას გიგანტური სიმსივნე ჰქონდა, რომლის ზომაც თითქმის ბავშვის სხეულის ზომას აჭარბებდა. მსგავსი რამ ექიმებს ჯერ არ ენახათ.

208
თავად სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო, მაგრამ მისი ზომა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, რადგან ის ბავშვს ყველა სასიცოცხლო ენერგიას ართმევდა და ხელს უშლიდა სისხლის მიმოქცევას.

209

სიმსივნის ამოსაკვეთად და ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაციის ჩატარება ისე რომ ორსულობა არ შეეწყვიტათ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის წარმატებით დასრულების შანსი მხოლოდ 10 პროცენტი იყო, კერიმ გარისკვა გადაწყვიტა.
კერიმ 4-საათიანი ოპერაცია გადაიტანა. პატარა დედის ორგანიზმიდან ამოიყვანეს ისე, რომ პლაცენტა არ გადაუჭრიათ. მათ ამოკვეთეს სიმსივნე და პატარა, რომელმაც დედის საშვილოსნოს გარეთ 20 წუთი დაყო, ისევ უკან დააბრუნეს.

210

ოპერაცია წარმატებით დასრულდა და 10 კვირის შემდეგ კერიმ პატარა გოგონა გააჩინა. ახალდაბადებულს მეისი-ჰოუფი დაარქვეს. მისი მეორე სახელი გოგონამ ინგლისური სიტყვა hope-სგან მიიღო, რაც ნიშნავს “იმედს”.

 

LEAVE A REPLY