,,მამა გაბრაზდა, რომ მშობლების არყოფნის დროს სახლში ბიჭი იმყოფებოდა“ – ქუთაისში მომხდარი ძალადობის დეტალები

0
596

,,მამა გაბრაზდა, რომ მშობლების არყოფნის დროს სახლში ბიჭი იმყოფებოდა“ – ქუთაისში მომხდარი ძალადობის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შვილის ცემის ბრალდებით არასრულწლოვანი გოგონას მამა დააკავეს. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში უთხრეს, გამოძიება 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა, არასრულწლოვანი #32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. „ნიუპოსტი“ სკოლის დირექტორს ჯეირან კოღუაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან მომხდარის დეტალებზე ისაუბრა:

„მესამე კლასელ ბავშვს კისრის არეში ჯერ თანაკლასელმა სილურჯე შეამჩნია, შემდეგ ბავშვი თავად მივიდა მასწავლებელთან და აჩვენა ეს სილურჯე. ჩვენ ამის შემდეგ რა თქმა უნდა ფაქტით დავინტერესდით, მანდატურის სამსახური და სკოლის ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩავაყენეთ. მშობელიც დავიბარეთ სკოლაში. ამ ბავშვის მშობლები ევროპაში იყვნენ წასულები, დედა ახლაც იქ არის, მამა დეპორტით გამოუშვეს და ახალი დაბრუნებულია. ამ ბავშვს უფროსი დები ჰყავს. როგორც ბავშვი ჰყვება, ეს ფაქტი 30 ნოემბერს დაფიქსირდა სკოლაში, წინა დღით კი ბავშვის თქმით, მათთან ბიჭი იყო სტუმრად და კომპიუტერში რაღაციც ყურების დროს მისთვის ამ ბიჭს უკოცნია და ბავშვმა თქვა რომ ეს სილურჯე კოცნის შემდეგ დარჩა მას კისერზე. ამ საუბარს მშობლები და მოზარდის უფროსი დებიც ესწრებოდნენ.

სკოლის ეზოში კი მამასა და უფროს ქალიშვილებს შორის შელაპარაკება მოხდა, მამა გაბრაზდა იმ ფაქტზე, რომ მშობლების არყოფნის დროს მათ სახლში ბიჭი იმყოფებოდა. ქალიშვილები მას შეელაპარაკნენ, ერთი გაიქცა, მეორე უფროს ქალიშვილს კი თმებში სწვდა და როგორც ამბობენ თვითმხილვლები დაარტყა კიდეც. ამის შემდგომ თვითმხილველებმა სამართალდამცავები გამოიძახეს და შესაბამისი მუხლით გამოძიებაც დაიწყო“, – აღნიშნავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ჯეირან კოღუაშვილი.

LEAVE A REPLY