მამაკაცმა მოღალატე მეჯვარე საკუთარ სახლში, მის ცოლთან ინტიმური ურთიერთობისას ნაჯახით მოკლა. სკანდალი

0
785

მამაკაცმა მოღალატე მეჯვარე საკუთარ სახლში, მის ცოლთან ინტიმური ურთიერთობისას ნაჯახით მოკლა. სკანდალი

მამაკაცმა მოღალატე მეჯვარე საკუთარ სახლში, მის ცოლთან ინტიმური ურთიერთობისას ნაჯახით მოკლა. რეალური ისტორია

ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ტრაგედიაზე, რომელიც როგორც მომიყვნენ ამ ისტორიის შემსწრე ადამიანები სამეგრელოს ერთერთ რაიონში მოხდა გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ძალების დამარცხების პერიოდში.
მაია (სახელი შეცვლილია) სკოლაშივე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ სილამაზესთან ერთად “ქარაფშუტობაც” უხვად გაემეტებინა მისთვის ბუნებას.
სკოლის დამთავრების პერიოდში მაიას სიყვარულის გამო ვინ მოთვლის რამდენ ბიჭს უცემია ერთმანეთი, ულამაზესი გოგონა მაგნიტივით იზიდავდა მნახველს და მისი სილამაზით მოხიბლული ბიჭები ვინ იცის საიდან არ მოდიოდნენ ოღონდ კი თვალი მოეკრათ მისთვის.
რამდენიმე ოჯახმა სარძლოდ ითხოვა მისი ხელი, მაგრამ მაია უარზე იყო და მის მშობლებს აბა რა ექნათ შვილის ნაცვლად ხომ ვერ გადაწყვეტდნენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს.
მაიას გული იმავე რაიონში მცხოვრებმა ბიჭმა დაიპყრო როგორც იქნა და მაია მშობლების გაფრთხილების გარეშე გაიპარა გაგასთან (სახელი შეცვლილია) ერთად.
მაიას მამა საკმაოდ მკაცრი მამა, მეუღლე და პიროვნება იყო და ერთი პერიოდი შვილი ახლოს არ გაიკარა, მაგრამ შვილი ვის დაუკარგავს მას რომ დაეკარგა და შეურიგდა, თან სიძე ძალზე პატიოსანი და გარეგნულადაც სასიამოვნო ახალგაზრდა იყო და სიმამრთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია.
ქორწილიც მალე გადაიხადეს, გაგამ ბავშვობისას მიცემული სიტყვის გამო მეჯვარედ სოსო (სახელი შეცვლილია) დაიყენა გვერდით, სოსო მოკრიმინალო “ელემენტი” იყო და საკმაოდ შელახული რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ ბავშვობის მეგობრისათვის მიცემული სიტყვის გატეხა გაგამ არ იკადრა.
წყვილს შეუღლებიდან ერთ წელიწადში შეეძინა დედასავით ქერა, ულამაზესი გოგონა.
ოჯახი ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით, მშვიდად და ბედნიერად.
სამწუხაროდ პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა, თბილისიდან ნელნელა სამეგრელოში გადაინაცვლა და გვარდიასა და მხედრიონს მიტმასნილი ავაზაკების მოროდიორობის, მკვლელობების, ძარცვის შემყურე ადგილობრივმა მოსახლეობამ იარაღის აღება დაიწყო ხელში, გაგას მეჯვარეც შეუერთდა ადგილობრივ “შურისმაძიებლებს”, თუმცა უნდა ითქვას სიმართლე სოსო და მისი ჯგუფი გვარდიას და მხედრიონს თუ ებრძოდა არც ადგილობრივი მოსახლეობის დაყაჩაღებაზე ამბობდა უარს, რის გამოც გამსახურდიას ერთგული შეიარაღებული ძალების სარდლობამ მას და მის ჯგუფს იარაღი ჩააბარებინა.
არცთუ დიდი ხნის მერე საომარმა მოქმედებებმა აფხაზეთში გადაინაცვლა და სოსომაც აფხაზეთს მიაშურა, თუმცა არა საომრად, არამედ როგორც კი ჩაიგდო ხელში იარაღი, მისი ყოფილი ჯგუფიდან მასავით თავზეხელაღებული რამდენიმე კაცი შეარჩია და ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა დაიწყო ეროვნების განურჩევლად, თუმცა იმდენი მტერი გაიჩინა იძულებული გახდა საკუთარ რაიონში დაბრუნებულიყო და ერთხანს წყნარად ყოფილიყო, რადგან გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა კრიმინალებს ქუჩაშივე უსწორდებოდა და სასამართლოს გარეშე ციხეში ამწყვდა საკანში.
აფხაზეთის ომში სამთავრობო ძალების დამარცხებისთანავე დაიწყო სამოქალაქო ომის მეორე ეტაპი, გამსახურდია ზუგდიდში ჩამოვიდა ჩეჩნეთიდან და მისმა მომხრეებმა ქუთაისის მიმართულებით იერიში წამოიწყეს, თუმცა სამთავრობო ძალების მხარეს რუსული სამხედრო ძალის გამოჩენამ ისინი აიძულა უკან დაეხიათ და მალევე დაშლილიყვნენ.
სამეგრელოს ისევ გავეშებული მოროდიორები შეესივნენ, რომლებიც არად დაგიდევდნენ სამთავრობო ძალებს, ერთერთ ასეთ ჯგუფს რომელიც სოსოს სოფელში მოსახლეობის საძარცვავად ორი მანქანით შევიდა სოსომ და მისმა მეგობრებმა ცეცხლი გაუხსნეს და მხედრიონს მიტმასნილი 6 მძარცველი მანქანებშივე ჩაცხრილეს.
მიცვალებულები მანქანებიდან გადმოასვენეს და ერთად სოფლის გარეუბანში ამოთხრილ ორმოში ერთად დამარხეს, ხოლო მანქანები სოფლიდან მოშორებით გაიყვანეს და ტყეში დატოვეს.
თუმცა მალევე გაირკვა ყველაფერი, რადგან ერთერთმა თვითმხილველმა, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების მხარდამჭერი იყო ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ქალაქის კომენდანტს.
სოსოზე გამოცხადდა ძებნა, სოსომაც რადგან მისი ბავშვობის მეგობარი უმწიკვლო რეპუტაციით სარგეებლობდა, ერთ ღამეს მის სახლს მიაშურა დასამალად.
ასე იმალებოდა გაგასა და მაიას სახლში სოსო წელიწადზე მეტხანს, სანამ გაგას რაღაცნაირად ეჭვი არ გაუჩნდა მის მიმართ გაუცხოებული მაიას საქციელის გამო.
ერთ დღესაც გაგამ დედას სთხოვა მამიდამ მთხოვა ბავშვი მომიყვანეთო და იქნებ მამიდასთან შენ წაიყვანო ბავშვიო! როცა გაგას დედა და გოგონა წავიდნენ გაგა საგარეოდ გამოეწყო და მაიას დაუბარა: მეზობელ რაიონში შორეული ნათესავის დაკრძალვაზე უნდა წავიდე და გვიან ღამემდე ვერ დავბრუნდები, იქნებ სულაც ვერ დავბრუნდეო.
გაგა სახლიდან გავიდა და როგორც კი შეუხვია მოსახვევში ფეხს აუჩქარა, მეზობლის ეზოები გაიარა და საკუთარ ეზოში ეზოს ბოლოში მდგარ შეშის შესანახ შენობაში საღამომდე დაიმალა, თან ყურადღება სახლისაკენ ჰქონდა.
სანამ მაია ეზოში საქმიანობდა გაგაც მშვიდად იყო, მაგრამ როცა მაია დიდი ხნით არ გამოჩნდა ეზოში ნაჯახს დაავლო ხელი და სწრაფად გაიქცა სახლისაკენ, უკანა კარი საკუთარი გასაღებით შეაღო და ფრთხილად შევიდა ოთახში, მეორე ოთახიც გაიარა და საკუთარი საწოლი ოთახიდან მისთვის ძნელად შესაგუებელი ხმის გაგონებისთანავე თავში “სისხლმა აასხა” და კარები წიხლით შეანგრია, შეანგრია და დაინახა ის რასაც არცერთი თავმოყვარე მამაკაცი არ შეურიგდებოდა–მისსავე საწოლში მაია სოსოსთან ინტიმური ურთიერთობით იყო დაკავებული.
გაგას ბევრი არ უფიქრია, სოსო პისტოლეტს რომ არ იშორებდა კარგად იცოდა და სანამ სოსო საწოლიდან გადმოხტებოდა ტანსაცმლიდან იარაღის ასაღებად, გაგამ მოქნეული ნაჯახი ჩაარტყა–ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ.
ბავშვობის მეგობრის და მეჯვარის ღალატით გაცოფებულს არც კი შეუმჩნევია როგორ გადახტა დედიშობილა მაია ფანჯრიდან და ჭიშკრიდან გასულმა ქუჩაში ასევე დედიშობილამ მოკურცხლა.
გაგა მეზობელთან გადავიდა და აუხსნა საქმის ვითარება, თან სთხოვა მილიციაში მიმყევი უნდა ჩავბარდეო.
მეზობელსაც სხვა რა გზა ჰქონდა და ქალაქისაკენ ფეხით გაემართნენ.
რაც შეეხება მაიას, სოფლის ცენტრში დედიშობილა ულამაზესი ქალის გამოჩენამ ყველა გააკვირვა, ერთერთი ასაკოვანი მამაკაცი სახლში შევარდა და შვილის სპორტული ტანსაცმელი გამოუტანა, სანამ სოფლის კულტურის სახლს მოფარებული მაია სულს ითქვამდა.
ტანსაცმლის ჩაცმის მერე მაია ქალაქში ჩავიდა და მილიციას ჩაბარდა, თუმცა რამდენიმე დღეში გამოუშვეს, რადგან მილიციაში მისულმა გაგამ გამომძიებელი მოითხოვა დასაკითხად და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
გაგას მკვლელობისათვის და ძებნილის შეფარება–დამალვისათვის 6 წელი მიუსაჯეს, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგი ქცევისათვის სასჯელი შეუმცირეს და 4 წლის მერე ციხიდან გამოვიდა.
მაიამ კი შვილი დაიბრუნა და ერთხანს ქუთაისში ცხოვროდა, მერე კი თბილისში მეორედ გათხოვდა და შვილიც თან წაიყვანა.
გაგაც მეორეჯერ დაოჯახდა და როგორც ვიცი 2 ბიჭის მამაა და ძველებურად გამრჯე და პატიოსანი კაცის სახელი აქვს.

LEAVE A REPLY