მამაკაცმა მეუღლე ქორწინების პირველ ღამეს გააუპატიურა

0
690

მამაკაცმა მეუღლე ქორწინების პირველ ღამეს გააუპატიურა

 

დიდ ბრიტანეთში პატარძალი ქორწინების პირველივე ღამეს საკუთარმა ქმარმა გააუპატიურა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქორწილო ცერემონიალის შემდეგ ქალბატონი მეტად დაღლილი იყო და მეუღლეს სექსუალურ ურთიერთობაზე უარი უთხრა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ კი მამაკაცმა მასზე ძალა იხმარა.

პატარძალმა სასამართლოში საქმე პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისას არ აღძრა. უბრალოდ მომხდარში საკუთარი თავი დაადანაშაულა.

თუმცა, წყვილის ორწლიანი თანაცხოვრების შედეგად, მამაკაცმა ცოლზე ძალა ოთხჯერ იხმარა. სწორედ ამან აიძულა ქალბატონი სამართალდამცავებისთვის მიემართა.

დაკითხვის ფარგლებში, ქალბატონმა განაცხადა, რომ დატვირთული საღამოს შემდეგ, იგი თავს ცუდად გრძნობდა და არ ქონდა სურვილი ქმართან ინტიმური ურთიერთობით დაკავებულიყო. მიუხედავად ამისა, მოძალადემ თხოვნას ყურადღება არ მიაქცია და საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებას შეუდგა.

მამაკაცი ბრალდებულია ხუთგზის გაუპატიურებაში. თუმცა იგი ყოველივეს უარყოფს. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მამაკაცს სერიოზული დახმარება ესაჭიროება და აუცილებელია მისთვის შეურაცხადის სტატუსის მინიჭება.

დაზარალებული კი მოითხოვს განქორწინებასა და მოძალადეზე შესაბამისი სანქციების დაწესებას.

LEAVE A REPLY