„ლიოვაც აპირებს ჩამოსვლას და ისიც წყნეთში დაისვენებს“- ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრების შესახებ…

0
197

 

ქეთა თოფურიას  პროდიუსერმა, ნატო დუმბაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერლის ოჯახის დანგრევის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქეთა და ლევ გეიხმანი ერთმანეთს არ დაშორებულან.

„ის, რომ ქეთა ქმარს გაშორდა, როგორც მისი ოჯახის დიდი ხნის ახლობელი და უფროსი მეგობარი, დანამდვილებით გეტყვით, რომ ჭორია. ლიოვაც აპირებს ჩამოსვლას და ისიც წყნეთში დაისვენებს. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ქეთა და ლიოვა დაშორდნენ. ცნობილ ვარსკვლავებზე ყოველთვის აგორებენ ჭორებს და ზუსტად ასე მოხდა ქეთას შემთხვევაშიც. ასეთ ჭორებს ქეთაც და მისი ოჯახის წევრები მშვიდად ვხვდებით. კიდევ ვამბობ, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ქმართან და არც ჟურნალისტებთან შეხვედრას გაურბის. თუმცა, არ უყვარს პირადზე საუბარი. სულ ესაა და არ მგონია, რომ ეს ჭორების საბაბია. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, მზრუნველი ქმარი, ულამაზესი შვილი და ამაზე მეტი რა უნდა გავიგოთ?” , – განაცხადა ნატო დუმბაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ქეთა კიდევ შვილის გაჩენას ნატო დუმბაძე ასე პასუხობს:

 

LEAVE A REPLY