კახეთში 45 წლის მამაკაცი მდუღარე ხაშლამის ქვაბში ჩავარდა

0
316

კახეთში 45 წლის მამაკაცი მდუღარე ხაშლამის ქვაბში ჩავარდა

კახეთში 45 წლის მამაკაცი მდუღარე ხაშლამის ქვაბში ჩავარდა და ზურგის არე მთლიანად დაეწვა. როგორც „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცმა მდუღარეში ჩავარდნის შედეგად მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. პაციენტი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს.
„მამაკაცი ხაშლამის მდუღარე ქვაბში ჩავარდა და ზურგის არე წელამდე დამწვარი აქვს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

LEAVE A REPLY