კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება- ინფორმაცია მისი პოვნის შესახებ არ დადასტურდა

0
127

გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ბესიკ დუღაშვილის დის, ანა დუღაშვილის განცხადებით, მისი ძმის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იცის.

“როდესაც გესაუბრეთ, ძალიან გახარებული ვიყავი. უფრო სწორად რომ გითხრათ, დედაო ბესოს ყოფილი მეუღლის ძმას ესაუბრა. დედაოს უთქვამს: მე ბესოსთან რაღაც საუბარი მქონდა და ვფიქრობ, ის მონასტერში უნდა იყოსო”,- აცხადებს ბესიკ დუღაშვილის და.

ქართველმა კარიკატურისტმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა. დუღაშვილს სამართალდამცველები და ოჯახის წევრები ორი დღეა ეძებენ.

LEAVE A REPLY