ის რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს! საჭირო ინფორმაცია მენჯის ანთებით დაავადებებზე…

0
824

ის რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს! საჭირო ინფორმაცია მენჯის ანთებით დაავადებებზე…

მენჯის ანთებითი დაავადებები ქალის რეპროდუქციული ორგანოების დაავადებებია. ძირითადად ის გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, როგორებიცაა: გონოკოკი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა და სხვა. თუმცა მიზეზები მრავალგვარი შეიძლება იყოს და მხოლოდ ამ პატარა ჩამონათვალით არ შემოიფარგლება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით ყოველი 8 ქალიდან 1 ქალს გადაუტანია მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება.
აღნიშნული დაავადება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მათთვს ვისაც დაორსულება სურს. გამწვავებული ინფექცია შესაძლოა ძლიერი სისხლდენის მიზეზიც კი გახდეს.

საბედნიეროდ მკურნალობა შესაძლებელია, განსკაუთრებით კარგია, თუ დაავადება ადრეულ ეტაპზევე იქნება დიაგნოსტირებული.


დაავადების სიმპტომები:

‣ძლიერი ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
‣ტკივილი საკვერცხეების მიდამოში;
‣სხეულის ტემპერატურის მატება;
‣ გულისრევის შეგრძნება;
‣ საშოდან უხვი გამონადენი, რომელსაც ზოგჯერ სუნიც დაჰკრავს;
‣ გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;
‣მენსტრუაციული ციკლის დარღვევები.

პირველ ეტამზე ეს სიმპტომები თითქმის შეუმჩნეველია, ქალების უმეტესობა ამ ნიშნებს ჩვეულებრივ მოვლენად თვლის და ყურადღებას არ აქცევს, რაც დიდი შეცდომაა! აუცილებელია გინეკოლოგთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია და სათანადო მკურნალობის დანიშვნა!

რაც შეეხება პრევენციას, ნებისმერ თვენგანს შეუძლია თავი დაიზღვიოს ამ დაავადებისგან! მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ პირადი ჰიგიენური ნორმები, განსაკუთრებით მენსტრუაციული ციკლის დროს. დაავადების გამომწვევი მიკრობები ხვდებიან როგორც ვაგინალური, ასევე ანალური და ორალური სექსის დროსაც.

მათ ვისაც სექსუალურად აქტიური ცხოვრება აქვთ, უსაფრთო და დაცული სექსი პრევენციის ერთ-ერთი გზაა!

იყავით ყურადღებით და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას!

LEAVE A REPLY