“ისტრიბიწელი” მეგონა, ისე მოდიოდა, დაყვირება ვერ მოვასწარი, გადაგვაგდო გზიდან” – თვითმხილველი ბათუმი-ქობულეთის გვირაბთან მომხდარ ავარიაზე

0
775
“ისტრიბიწელი” მეგონა, ისე მოდიოდა, დაყვირება ვერ მოვასწარი, გადაგვაგდო გზიდან” – თვითმხილველი ბათუმი-ქობულეთის გვირაბთან მომხდარ ავარიაზე

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების ინფორმაციით, სტაბილურია. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

LEAVE A REPLY