ირაკლი ნარსავიძეს “სიშიშვლის სკანდალი” უკან შემოუბრუნდა, სოცქსელები მისი ფოტოებით აივსო

0
635

ირაკლი ნარსავიძეს “სიშიშვლის სკანდალი” უკან შემოუბრუნდა, სოცქსელები მისი ფოტოებით აივსო

 

 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა ბიჭმა სვანეთის ფონზე შიშველი ფოტო გადაიღო. ეს ამბავი კი იმით დასრულდა, რომ ახალგაზრდა ბიჭს ირაკლი ნარსავიძემ ბოდიში სახალხოდ მოახდევინა.

როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, წელზემოთ, მაგრამ მაინც სიშიშვლე უცხო არც თავად ნარსავიძისთვის არის. “ფეისბუქზე” აქტიურად აზიარებენ ფოტოებს ირაკლი ნარსავიძის “ინსტაგრამიდან”, სადაც ის საკუთარი სხეულის წარმოჩენას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ინტერნეტმომხმარებლებმა ნარსავიძის “ინსტაგრამს” მიაგნეს, მან საკუთარ პროფილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა.

LEAVE A REPLY