ია ფარულავამ სასტუმრო გახსნა – „შენ დამაძალე, ამ მიმართულებით მეფიქრა…“

0
619

ია ფარულავამ სასტუმრო გახსნა – „შენ დამაძალე, ამ მიმართულებით მეფიქრა…“

მსახიობმა ია ფარულავამ ბიზნესში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა. მან სასტუმრო გახსნა. „აი, ასეთი ლამაზი გამოვიდა”, დაწერა მსახიობმა და საკუთარი „ფეისბუქის” გვერდზე ძველ თბილისში მდებარე ლამაზი სასტუმროს ფოტოებიც გაუზიარა მეგობრებს.
რასაკვირველია, იას უწონებენ ახალ იდეას და წარმატებებს უსურვებენ. ერთ-ერთი მეგობარი კი უწერს, რომ ის შესანიშნავი დიასახლისი იქნება, რაზეც ია პასუხობს: „ნანა, შენ მიბიძგე და დამაძალე, რომ ამ მიმართულებით მეფიქრა, დიდი მადლობა ამისთვის…”
როგორც ჩანს, მსახიობი ცოტა ხნით ისვენებს შოუბიზნესისგან, ჯერჯერობით არც ერთ ახალ პროექტში არ ჩანს, სამაგიეროდ, ბიზნესიდეა განახორციელა.

LEAVE A REPLY