ია ფარულავაზე სიტყვიერი თავდასხმის გამო, Facebook-ზე ახალგაზრდა ჟურნალისტის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ

სკანდალი, რომელიც “Fashion week”-ზე გასულ კვირას ია ფარულავასა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის დაიწყო, ახლა უკვე Facebook-ზე გრძელდება. მიზეზი კი ის გახდა, რომ მსახიობს ჟურნალისტმა ჩაცმულობა დაუწუნა. ამის გამო დაწყებული კამათი კი იმით დასრულდა, რომ ჟურნალისტმა ფარულავა გამარჯვებული სახით დატოვა (ნახეთ ვიდეო) და ასე იქცა მათი საუბრის ჩანაწერი ინტერნეტში განხილვის თემად.

ახლა დისკუსიებს ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორიაც შეუერთდა, რომელმაც ია ფარულავა Facebook-ზე “უზრდელ ქალად” მოიხსენია. “ყოჩაღ, რუსკა! ძლივს არ მოსვეს ეს უზრდელი ქალი თავის ადგილზე”, – დაწერა ვადაჭკორიამ, თუმცა კომენტარებიდან ჩანს, რომ მისგან განსხვავებით, Facebook-აუდიტორიის ის ნაწილი, ვინც ეს თემა განიხილა, ვადაჭკორიასგან განსხვავებით, მხარს არა ჟურნალისტს, არამედ ფარულავას უჭერს.

გთავაზობთ დისკუსიის ნაწილს Facebook-დან, სადაც ნათლად ჩანს, რომ მაყურებელთა უმრავლესობას

LEAVE A REPLY