იანვრიდან ავტოიმპორტიორებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

0
640

იანვრიდან ავტოიმპორტიორებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

იანვრიდან ავტოიმპორტიორებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. აქციზის გადასახადის მატების გამო საზღავრგარეთიდან ავტოიიმპორტიორები ავტომობილების ჩამოყვანას უფრო ძვირად შეძლებენ.

იანვრიდან 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილები განბაჟება გაძვირდება. ავტომობილის განბაჟება ორ ძირითად პარამეტრს ეფუძვნება ესენია გამოშვების თარიღი და ძრავის მოცულობა 1-6 წლამდე და ჰიბრიდული განბაჟების ტარიფი შემცირდება ელექტრო მანქანების იმპორტი კი გადასახადისგან გათავისუფლდება.

როგორც ცნობილი გახდა, ამ გეგმით მთავრობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას ცდილობს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი ავტოპარკის განახლების და გარემოს დაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით ხდება.

„ავტომობილების იმპორტზე აქციის ახალი განაკვეთი შემუშავებულია ავტოპარკის განახლების და გარემოს დაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით რაც გულისხმობს იმას, რომ ძველ ავტომობილებზე გაიზრდება საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზრდება საგადასახადო ტვირთი მარჯვენა საჭიან ავტომობილების იმპორტზე“- აღნიშნა ხუციშვილმა.

LEAVE A REPLY