თაკო ნაცვლიშვილის სუპერ დიეტა – როგორ დაიკლოთ 3 დღეში

0
78

თაკო ნაცვლიშვილმა ეკა ხოფერიას შოუში დიეტის საიდუმლო გაამხილა:

„გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ უნდა დაწვათ ცხიმი და კალორიები. თუკი შევამჩნიე, რომ 1-2 კილო მაქვს მომატებული, ამ რეცეპტს ვიყენებ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თვეში ერთი კვირა, რადგან შესაძლოა, კუჭზე პრობლემები შეგიქმნათ, მაგალითად, გამოიწვიოს გასტრიტი.

ჩემი რეცეპტისთვის კი დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1. ნახევარი ლიმონი

2. მწვანე ჩაი, უმჯობესია არა პაკეტის

3. ერთი გრეიფრუტი

კარგი იქნება, თუკი ამ რეცეპტს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გამოიყენებთ, მანამდე თქვენი ბოლო ჭამიდან ორი საათი მაინც იყოს გასული. საღამოს ერთი გრეიფრუტი მიიღეთ, ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ მწვანე ჩაი, რომელშიც წინასწარ ნახევარ ლიმონს ჩაწურავთ. ეს სინთეზი ცხიმის დაწვას ადვილად უმკლავდება“, – ამბობს მოდელი.

LEAVE A REPLY