ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები

0
654
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები
სუსტი სქესის წარმომადგენლები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, სხვადასხვა ტიპისანი არიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კონკრეტული კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც ასტროლოგები ე.წ. “სექსუალურად აქტიურ” და “პასიურ” ტიპაჟებს გამოყოფენ. თუმცა, დამეთანხმებით, ხშირ შემთხვევაში, ტემპერამენტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ბუნებით მოღალატეა. ზოგადად კი სუსტი სქესის წარმომადგენლებში, პოლიგამიისადმი მიდრეკილება და პარტნიორების ხშირი ცვლა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. ზოგ შემთხვევაში ეს ქარაფშუტობაა, ზოგჯერ მომგებიანი სპონსორის ძიების მომენტი, ხან კი უბრალოდ სურვილი თავი მუდმივად სასურველად და ლამაზად იგრძნოს – ე.წ. “ნარცისიზმი”.

არსებობს დაუზუსტებელი, თუმცა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა იმის თაობაზე თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები შეადგენენ “უძველესი პროფესიის” წარმომადგენელთა ძირითად ნაწილს. როგორც გაირკვა, ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს. ესენია – ქალწული, მერწყული და სასწორი. როგორც გაირკვა, ქალწულები ძირითადად მატერიალური მოტივაციის კარნახით კავდებიან ამ საქმით. სასწორებს ზედმეტი ხათრიანობა და “არას თქმის უუნარობა” ღუპავთ, ხოლო მერწყულს მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად მრავალფეროვნების სიყვარული უბიძგებს. ალბათ უცნაურია ის ფაქტი, რომ სიაში არ მოხვდა ისეთი სექსუალური და ტემპერამენტიანი ზოდიაქოს ნიშანი როგორიც მორიელია, არადა საყოველთაოდ ცნობილია ქალი მორიელების სექსუალური შარმის შესახებ. თუმცა, თუკი მორიელის ბუნებას დავაკვირდებით, მიზეზს მარტივად ვიპოვნით. ქალი მორიელი (ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენელი) ამქვეყნად ყველაზე მეტად აფასებს ერთგულებას. ამასთან ერთად, მორიელს არ შეუძლია სექსით დაკავდეს უემოციოდ, მხოლოდ და მხოლოდ გამორჩენის ან ინტერესის მიზნით.

თუმცაღა, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე, ამიტომ მორიელებს შორისაც იშვიათად, მაგრამ გვხდებიან პოლიგამიური ტიპაჟები. ზოგადად კი, საიმისოდ რომ გავარკვიოთ რამდენად არის მიდრეკილი ესა თუ ის ქალბატონი ღალატისა და პარტნიორების ხშირი ცვლისკენ, მის პირად რუკაში მთვარის, ვენერას, მარსის და რიგ შემთხვევებში პლუტონის მდებარეობას უნდა გადავხედოთ. მთვარე ქალის ქვეცნობიერზეა პასუხისმგებელი, თუ იგი ვენერასთან ერთად ცეცხლის სტიქიაშია განთავსებული, ასეთ ადამიანს იმპულსურობა და დაუფიქრებელი საქციელი ახასიათებს. ამიტომ მთვარით და ვენერით ვერძი, ლომი, მშვილდოსანი უმეტეს წილად სექსუალური პარტნიორების გრძელ სიას საკუთარი სპონტანური ხასიათიდან გამომდინარე აგროვებს. გაცილებით რთულადაა საქმე, როცა მთვარე და ვენერა წყლის სტიქიაშია წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, ქალის პოლიგამიურობა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასეთი ქალები პარტნიორებს მხოლოდ იმიტომ იცვლიან წინდებივით, რომ მათგან გამუდმებით ელიან დაცულობისა და სტაბილურობის შეგრძნებას. თუმცაღა, პრობლემა მუდამ პრობლემად რჩება. იმიტომ რომ ისინი აგრესიული, ხისტი და დიქტატორული მამაკაცებისკენ ილტვიან, იმედოვნებენ რა რომ სწორედ ასეთი მამაკაცი იქნება მათთვის ემოციური დასაყრდენი. ამ დროს კი ამგვარი ტიპის მამაკაცი, ხშირ შემთხვევაში საკუთარ ნევროზულობასა და კომპლექსებს ნიღბავს “მაჩოს” და “მაგარი ბიჭის” ნიღბის უკან.
გაცილებით დიდი თავშეკავების უნარით და ფსიქოლოგიური მდგრადობით გამოირჩევიან ქალბატონები ვისი ვენერა და მთვარეც მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანშია განლაგებული. თუ პირად რუკაში განსაკუთრებულ დაძაბულ ასპექტებს არ აქვს ადგილი, ასეთი ქალი იშვიათად იცვლის პარტნიორს და მის მიმართ ხანგრძლივი ერთგულების უნარიც გააჩნია.

რაც შეეხება ჰაერის სტიქიაში განლაგებული მთვარის ან ვენერას პატრონებს, მათი უმრავლესობა ფიზიკურზე მეტად, ვერბალური კომუნიკაციის მოყვარულია. ამიტომ ასეთ ქალს “საფლირტაო ობიექტების” დიდი სია აქვს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა მათგანთან ექნება ინტიმური ურთიერთობა. ხშირ შემთხვევაში ეს უბრალოდ უწყინარი ფლირტია და სხვა არაფერი.
და ბოლოს, განვიხილოთ შერეული კომბინაციის მქონე ქალბატონებიც – ყველაზე რთული ამ მხრივ ცეცხლი+წყალის კომბინაციაა (მაგ. მთვარე ლომში, ვენერა – მორიელში). ასეთი ქალი გამუდმებით დაეძებს ახალ-ახალ სასიყვარულო ავანტურას და არცთუ იშვიათდ ხდება სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი. თუკი საქმე გვაქვს კომბინაციასთან ჰაერი+წყალი, ასეთი ქალბატონი შესაძლოა გაცილებით უფრო სტაბილური იყოს ურთიერთობაში, თუკი მისი მთვარე წყლის სტიქიაშია განლაგებული. იმ შემთხვევაში კი, როცა მიწა+წყალის კომბინაციას ვხვდებით, ეს უდაოდ მიუთითებს ერთგულების დიდ უნარსა და თავშეკავებულობაზე (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ვენერა მორიელის ზოდიაქოშია განლაგებული). საკმაოდ კარგი თავშეკავების უნარით გამოირჩევიან ცეცხლი+მიწა კომბინაციის ქალებიც. მათ პრინციპულობა და სიჯიუტე არ აძლევთ უფლებას მორალის ჩარჩოებს გადააბიჯონ.

LEAVE A REPLY