ზაფხულის ისტორია, რომლის მოყოლისაც მარიშკა ჯავახაძეს რცხვენია – ნახეთ, რას წერს მსახიობი

0
198

მსახიობი მარიშკა ჯავახაძე “ფეისბუქში” წერს:

“ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს … ჩემი კი სიყვარულია” კი ნამდვილად ყველა ზაფხულს აქვს თავისი ისტორია, თუმცა ჩემი სიყვარული არ არის ( ამის დროც მოვა), ჩემი ზაფხულის ისტორია მეგობრობაა. ყველაზე ფასეული გამაჩნია.

1987 წელს დაიბადა ანკა, მე 1988 წელს, ნინი 1989 წელს, ელენე 1992 ში, მემი 1997. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს იმის ბედნიერება რომ ნამდვილი ბავშვობის მეგობარი ყავდეს.
დაბადებიდან მეგობარი. ჩვენ გაჩენის წამიდან ერთად ვართ და არცერთი წამი მას შემდეგ მარტო არ გაგვიტარებია. შესაბამისად არც ის უნდა იყოს გასაკვირი რომ ყოველ ზაფხულს ერთად ვატარებთ.

ბევრი დაწერილი და მერე წაშლილი აბზაცის შემდეგ, მივხვდი რომ ვერც ვერაფერს ვერ ვწერ, რადგან ჩვენი ყველა ისტორია იმდენად “მარტო ჩვენია” რომ საჯაროდ ამის გამოტანა ნამდვილად არ ღირს.

ნინი და ელენე უკვე დედები არიან, მაგრამ წელს ისევ მივიდვართ მარტო ჩვენ ხუთნი და ისევ გვექნება აუცილებლად ისტორია რომლის საჯაროდ მოყოლაც “შეგვრცხვება” – წერს მარიშკა.

LEAVE A REPLY