ვინ არის ვასო ფხაკაძის “პირველი შვილი” და რატომ არ აღიარებს გერს შვილად ლიკა მეტრეველი

0
337

 

პირველმა შვილმა, ნინამ, რომელიც ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონაა, მოსიყვარულე მშობლების ცხოვრება საერთოდ შეცვალა.

მამას გოგოებს ვეძახი ხოლმე. ერთი ბიჭიც მყავს – ბაქსი – ამის შესახებ ჟურნალ “თბილისებთან”ინტერვიუს დროს ვასო ფხაკაძემ განაცხადა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს:

“მამას გოოოგოებს ვეძახი ხოლმე. ერთი ბიჭიც მყავს – ბაქსი.
ლიკა: ბაქსი ჩემი გერია ვასოს პირველი ცოლიდან. არ ვაღიარებ შვილად. ნინა და მერე ძაღლი, ნამეტანია. მაგრამ, ვასო ძალიან ბედნიერია თავისი ბაქსით.
ვასო: ჩემი ბიჭი-მეთქი, რომ ვეძახი, ამას სწყინს. ბაქსიზე რომ ვამბობ: ჩემი შვილი მოვიდა-მეთქი, სწყინს. აი, ეს არის შენი შვილიო – ნინაზე მეუბნება. არ ახსოვს რომ ჯერ ბაქსი იყო, მერე – თვითონ და ნინა.
– ვასო საკმაოდ ყურადღებიანი მამა ჩანს.
ლიკა: ზოგადად, ყურადღებიანი ადამიანია ყველას მიმართ – ნათესავების, ახლობლების მიმართ. ოჯახში გაასმაგებულად ყურადღებიანია.
– სოციალურ ქსელში ნინას ფოტოები ძალიან პოპულარულია. ყველა წერს: რა ლამაზია… ნახეთ, როგორი შვილი ჰყავს ვასო ფხაკაძეს. ეს, დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნოა თქვენთვის.
– მე ძალიან მიხარია. თუმცა, პატარა რომ იყო, ვერიდებოდით ნინას ფოტოების დადებას. მერე, რომ შევაპარე, აღარ ვჩერდებოდი. ვასო მეუბნებოდა: კარგი, არ გინდა, ყოველდღე ნუ დებ ფოტოებსო.
ვასო: ლიკა უფრო ხშირად დებს ფოტოებს. მე ნადირობის ფოტოებს თუ გავაზიარებ და კიდევ ბაქსის. ჩემი ფოტოების დადებაც არ მიყვარს დიდად, რადგან არის რაღაცეები, რაც შენია. არ შემიძლია, რომ იწყებენ „დილა მშვიდობისა, ერო“ და მერე ულაიქებს ყველა. არ შეიძლება, ყოველ ერთ საათში წერო: იცი, რა ტუალეტში შევდივარ, იცი, ახლა გამოვედი, ერო; ახლა შხაპი უნდა მივიღო და ასე შემდეგ” .

წყარო: “თბილისელები”

LEAVE A REPLY