„ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, კრიტიკას“- ცირა კობიაშვილის სკანდალური აღიარება- რა სჭირს მომღერალს?

0
229

 

მომღერალი ცირა კობიაშვილი ფეისბუქზე მერილ სტრიპის სიტყვებს აქვეყნებს.

„ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე. ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა, დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს..

ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება.

წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს, ასეთნაირად მმართოს..ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასდროს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს და არც მათთან შემიძლია ურთიერთობა, ვისაც ცხოველები არ უყვარს. მოკლედ, არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს–

 

LEAVE A REPLY