„ვერ შეაგნებინებ“ ძალიან უხეში ნათქვამია, შვილის ფანებს ეგრე არ უნდა მიმართო- თაკო ნაცვლიშვილის დედა სკანდალში გაეხვა

0
81
„ვიქტორიას სეკრეტის“ ქასთინგზე გასულ თაკო ნაცვლიშვილს ქართველი ფანები განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ. ფინალურ შესარჩევ ტურში გადასულ მოდელს, მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ჰაშტეგებით ამხნევებენ.

#VSFS2017takonats- ასეთ ჰაშთეგებს ფეისბუქზე და ინსტაგრამზე ხშირად შევდებით. თავდაპირველად ქსელის მომხმარებლები თვლიდნენ, რომ ჰაშტეგებით მოდელს ეხმარებოდნენ, თუმცა ნინო ცქიტიშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და განმარტა, რომ აღნიშნული ჰაშთეგები არაფერს წყვეტს.

თაკო ნაცვლიშვილის დედის, ნინო ცქიტიშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა.

“ვერ შეაგნებინებ” ძალიან უხეში ნათქვამია. შვილის ფანებს ეგრე არ უნდა მიმართოს, თორემ განახევრდება მათი რაოდენობა და ამ ქალის ბრალი იქნება. ისედაც ზედმეტად ერევა შვილის ცხოვრებაში.“- წერს ანა ბეჟაშვილი.

აუ, ცალკე კლინიკაა:)) კი, ადამიანები ტყუვდებიან და მართლა გონიათ რომ ჰეშტეგით ხმის მიცემა რამეს წვეყტს, მაგრამ ეს გალანძღვა იმ ადამიანისგან, ვის შვილსაც ხალხი გულშემატკივრობს რა უმადურობაა? :))”ვერ შეაგნებინებ” როცა წერ შენი შვილის ფანებზე, მგონი კი ხარ ღირსი საერთოდ 1 ფანიც არ დარჩეს შენს შვილს.“- ეხმაურება ნინო ცქიტიშვილის პოსტს Irakli Caulfield.

იხილეთ ფოტოები

LEAVE A REPLY