ექსკლუზივი! – ეს სექსუალური ქალი… თამარ მეფის როლისთვის ემზადება
როგორც გაირკვა, ინდოელი რეჟისორი მუსიკალურ ვიდეოს იღებს, რომელიც საქართველოს მეფე თამარზეა და თამარის როლზე ბრიტანელი მსახიობი, სექსუალური ემი ჯეკსონი დაამტკიცეს, რომელიც ძირითადად ბოლივუდში მუშაობს. დასავლური პრესის ცნობით, ემი უკვე ემზადება ამ როლისთვის და სულ მალე საქართველოში ჩამოსვლასაც აპირებს.

წყაროს ცნობით, ემის სტილისტი ადგილობრივ, ქართულ მასალას გამოიყენებს, რომ ემი მთლიანად ჩაჯდეს ქართულ სახეში. ემი თავად ამბობს, რომ უახლოეს მმავალში გეგმავს სამდღიან ვიზიტს საქართველოში.

ვიდეოს სახელწოდებაა “ჰალკა-ჰალკა”. “მე დედოფლის როლში ვარ. ჩემი მზერა უნდა იყოს მეფური, ელეგანტური და მკაცრი. მუსიკას მოვუსმინე და ძალიან ღრმაა. სწორედ ამან დამარწმუნა, რომ თანხმობა განმეცხადებინა”, – ამბობს ემი, რომელიც არაერთხელ დაასახელეს ბრიტანეთის სექსუალურ ქალთა სიაში.

LEAVE A REPLY