ერთი რამ უნდა გააკეთოთ დილით თუ გინდათ რომ წონაში დაიკლოთ

0
886

წონაში მატების მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, ზოგჯერ სტრესიც, არასწორი კვება, არასწორი ძილი, მჯდომიარე ცხოვრების სტილი, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ. რაც არ უნდა იყოს, არსებობს ერთ უმარტივესი საშუალება რომ ეს საძაგელი ღიპუცა და ზედმეტი კილოგრამები, რომელსაც თქვენი მიტოვება არაფრით არ სურს, თქვენი ცხოვრებიდან მიაბრძანოთ.

ამისთვის საჭიროა, როგორც კი გაიღვიძებთ ერთი ჭიქა წყალი დალიოთ, ოღონდაც ზალპით კი არა, ნელ-ნელა 5-10 წუთის განმავლობაში. მერე კი სახლში დამზადებული წონაში დასაკლები ელექსირი დააყოლოთ, რომლის რეცეპტსაც ჩვენ შემოგთავაზებთ:

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ცხელი წყალი

ერთი ლიმნის წვენი

ერთი ჩაის კოვზი ვაშლის სიდრი

ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი

ერთი მეოთხედი ჩაის კოვზი ჯინჯერის ფხვნილი

აურიეთ ეს ინდრედიენტები ერთმანეთში და დალიეთ საუზმემდე 30 წუთით ადრე. სანამ მიირთმევდეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალიც დალიეთ.

ჩვენ ჯანმრთელ ცხოვრებას გისურვებთ!

LEAVE A REPLY