დრამატული კადრები ბრაზილიიდან: როგორ ხვდება სამშობლო ავიაკატასტროფისას დაღუპულ ფეხბურთელებს

0
609

დრამატული კადრები ბრაზილიიდან: როგორ ხვდება სამშობლო ავიაკატასტროფისას დაღუპულ ფეხბურთელებს

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულები სამშობლოში გადაასვენეს. ცხედრებს შორის ბრაზილიის კლუბ შაპეკოენსეს ფეხბურთელები და ჟურნალისტები არიან. აეროპორტში ყვავილებით დაღუპულთა ოჯახის წევრები და კლუბის გულშემატკივრები შეიკრიბნენ. სამგლოვიარო ცერემონია როგორც დაღუპულთა ოჯახებში, ისე კლუბ შაპეკოენსეს სტადიონზე გაიმართება.
კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფისას 71 ადამიანი გარდაიცვალა. ფეხბურთელები კოლუმბიაში საფეხბურთო ჩემპიონატ კოპა სუდამერიკანას ფინალური მატჩის სათამაშოდ ჩადიოდნენ.
ავიაკატასტროფისას 6 ადამიანი გადარჩა, მაგრამ გადარჩენილებიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY