დიდი აღმოჩენა: საფრანგეთში მიწის ქვეშ ომამდელი ავტომობილები იპოვნეს

0
677
დიდი აღმოჩენა: საფრანგეთში მიწის ქვეშ ომამდელი ავტომობილები იპოვნეს
21-ე საუკუნეშიც კი, ანტიკურ ქვეყნებში ადამიანები განძს ეძებენ, რომლებსაც სხვადასხვა წყაროს დახმარებით პოულობენ კიდეც , ზოგი კარიბის ზღვაში ჩაძირულ გემებს და იქ არსებულ ძვირფასეულობას ეძებს, რომელმაც ევროპამდე ვერ მიაღწია. ალასკასა და ციმბირში დღესაც არსებობენ ოქროს მაძიებლები, როგორებზეც ჯეკ ლონდონის მოთხრობებში წაიკითხავდით. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მივიწყებულ და დაჟანგულ ანტიკვარულ ავტომობილებს პოულობენ.
ახლახანს საფრანგეთში აღმოაჩინეს მიწისქვეშა გარაჟი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დამალული უამრავი ავტომობილი იჟანგება. მას ფიზკულტურის ბელგიელმა მასწავლებელმა ვინსენ მიშელმა მიაგნო, ვინც თავისუფალ დროს, არქეოლოგიით არის დაკავებული და საფრანგეთის და ბელგიის ქალაქებს იკვლევს. სწორედ მან მიაკვლია შუაგლ საფრანგეთში, მიტოვებულ ქვის სამტეხლოში არსებულ ავტომობილებს, რომელთა შორისაც, არაერთი იშვიათი მოდელია.
როგორც „ტელეგრაფი” იტყობინება, ეს ავტომობილები მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დაუმალავთ. ომის დროს, გარაჟს პერიოდულად ახალი ავტომობილები ემატებოდა. მაგრამ ვინც ამ გარაჟის შესახებ იცოდა, ომის დროს დაღუპულან და გარაჟის შესახებაც არავის არაფერი გაუგია.
მიშელი ყვება, რომ გარაჟის აღმოჩენის შემდეგ, მისი მფლობელის შთამომავლებს რამდენიმე ავტომობილი აუქციონზე გაუყიდიათ. მაგრამ ავტომობილების უმეტესობა ძალიან დაზიანებულია, რის გამოც, მათი აღდგენა ან შეუძებელია, ან ბევრ დროს და გარჯას საჭიროებს, რათა კოლექციონერებისთვის საინტერესო გახდეს. ზოგი მათგანი ამას იმსახურებს კიდეც, რადგან საცავში რამდენიმე ძალიან იშვიათი ეგზემპლარია.

LEAVE A REPLY