დეტალები მაგდა პაპიძის საქმიდან – რა გაუხმაურებელი ნივთმტკიცებები ამოიღეს მკვლელობის ადგილიდან?

0
1794
დეტალები მაგდა პაპიძის საქმიდან – რა გაუხმაურებელი ნივთმტკიცებები ამოიღეს მკვლელობის ადგილიდან?

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, რომელიც მაგდა პაპიძის საქმეზე მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს:
“გამომძიებელი რეპორტიორი” და ჩვენ, პირადად, ვიღებთ კომენტარებს მაგდა პაპიძის ფილმის შესახებ, რომელიც ორშაბათს, 22.30 საათზე, გავა პირველი არხის ეთერში. ფილმის ნახვამდე ადამიანთა ერთი ჯგუფი ცდილობს, ცილისწამების ფორმატში გამოთქვას შეურაცხმყოფელი ვარაუდები. ვაცხადებთ მთელი პასუხისმგებლობით:
1. კომეტარებს, რომლებიც საჯარო ცილისწამებას წარმოადგენს, . გადავცემთ სამართალდამცავ ორგანოებს ავტორების იდენტიფიცირების მიზნით და მოვითხოვთ, სამართლებრივად დადგინდეს მათი კომენტარების მიზანი.
2. ჩვენ ამ ფილმით არ ვამტკიცებთ მაგდა პაპიძის უდანაშაულობას და მხოლოდ ის გვინდა, რომ გამოძიება სრულყოფილი იყოს, რადგან ბრალდება ძალიან მძიმეა.
3. ჩვენ არასდროს დაგვირღვევია გამოძიებისას ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიული კეთილსინდისიერება. რა თქმა უნდა, ეს პრინციპი ჩვენიუცვლელი პრინციპია.” – წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა გადაცემა მოამზადეს. ანონსში ნათქვამია:
“უპრეცედენტო დანაშაული. 5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობისათვის გამოტანილი განაჩენი და დამნაშავედ ცნობილი დედა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა და ვერსიები, რომლებზეც არ უმუშავია გამოძიებას. მაგდა პაპიძის საქმეში დატოვებული ცარიელი ფურცელი, უპასუხო კითხვები და მომავლისთვის დარჩენილი ეჭვები. „გამომძიებელი რეპორტიორის” ფილმი „რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში” – 26 სექტემბერს, 22:30 საათზე, პირველი არხის ეთერში.”

LEAVE A REPLY