“დედების სიცოცხლე შვილის სიკვდილისთანავე უნდა დასრულდეს…”

0
220

 

საქართველოში ყველაზე დაჩაგრული ქალები, საყოველთაო ბულინგის მსხვერპლები მაინც შვილმკვდარი დედები არიან!

საზოგადოებამ მათზე უკეთ იცის:
– როგორ ტკივათ და როგორ უნდა ტკიოდეთ
– ამ ტკივილს როგორ უნდა გამოხატავდნენ
– როდის და რამდენჯერ უნდა გაიცინონ
– უკონტროლებენ ტანსაცმლის ფერთა გამას, დეკოლტეს სიღრმეს, სიცილის დროს პირის გახსნის რადიუსს საინტიმეტრებში, გასართობ ადგილებში ვიზიტების რაოდენობას…

მათი მოთხოვნით, დედების სიცოცხლე შვილის სიკვდილისთანავე უნდა დასრულდეს, სახლიდან ფეხი აღარ უნდა გამოადგან, ძაძებით უნდა შეიმოსონ თხემით ტერფამდე, არასდროს გაიღიმონ, მოსიარულე მკვდრებად გარდაიქმნან..!

თითქოს, შვილები, “სადაც არიან” სადისტებად იქცნენ და მოეწონებოდათ მათი საყვარელი დედების – გაუბედურებულების ნახვა, 24/7-ზე მოთქმა-გოდებით!

როგორი ამაზრზენია ხანდახან ეს მორალისტი დემაგოგები და როგორი უსუსური ვარ მე, ერთი, მილიონის წინააღმდეგ!

სულ მინდა, რომ ჩავკეტო ეს ხალხი წლობით გამოსასწორებელ კოლონიაში და განათლების მიღება მივუსაჯო – ინტენსიური ფორმით, სულ წიგნები ვურტყა მათ ნულოვან აიქიუს, თავის ქალა ავხადო და ჩემი ხელით, სათითაოდ დავუნაოჭო ტვინის “სლიკინა” ხვეულები!!

 

LEAVE A REPLY