დაღუპული ბრაზილიელი ფეხბურთელების გოგონა-პილოტის უკანასკნელი ინტერვიუ

0
644
დაღუპული ბრაზილიელი ფეხბურთელების გოგონა-პილოტის უკანასკნელი ინტერვიუ

ინტერნეტში გავრცელდა იმ თვითმფრინავის მგზავრებისა და პილოტების უკანასკნელი ინტერვიუები, რომლებიც კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

კადრებში ერთ-ერთია პილოტის დამხმარე გოგონა სისი არიასი. სისისთვის ეს პირველი გაფრენა იყო პილოტის დამხმარის რანგში. ის ბოლივიიდან გამოფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე აძლევს ინტერვიუს საფეხბურთო კლუბის გადამღებ ჯგუფს. 29 წლის გოგონა სიამაყით აცხადებს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელები “კოპა სუდამერიკანას” ფინალისთვის გასამართ მატჩზე მიჰყავს მედელინში.
თვითმფრინავმა, რომელშიც “შაპეკოენსის” წევრები ისხდნენ, ბოლივიიდან აფრენიდან რამდენიმე საათში კოლუმბიის მთებში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 77 ადამიანიდან 71 ადგილზევე დაიღუპა. კიდევ ორი მგზავრი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY