,,გოგონა ხეზე კიმანოს ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვეს“ – 16 წლის სპორტსმენის ტრაგიკული ცხოვრება

0
732

,,გოგონა ხეზე კიმანოს ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვეს“ – 16 წლის სპორტსმენის ტრაგიკული ცხოვრება

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა. როგორც ირკვევა, გოგონა სკოლას ხშირად აცდენდა და თვითმკვლელობის მცდელობა ადრეც ქონდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 16 წლის მ.მ-ს ცხედარი გამვლელმა ხეზე “კიმონოს ქამრით” ჩამოკიდებული იპოვეს.

როგორც ირკვევა მარიამ მ. სპორტით იყო გატაცებული და ძიუდოში წარმატებებსაც მიაღწია.

6 ნოემბერს, ბორჯომში რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ ტურნირში მეორე ადგილიც დაიკავა.

არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მ.მ. ვარჯიშზეც იმყოფებოდა, თუმცა მწვრთნელისთვის რაიმე პრობლემის შესახებ უთქვამს.

როგორც „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეზობელი უყვება, მარიამის დედა 4 თვის წინ სხვა კაცზე გათხოვდა, მამა კი სოფელ ორსანტიაში ცხოვრობს. ბავშვები კი ზუგდიდში კომპაქტურ ჩასახლებაში უდედმამოდ გაიზარდნან.

“ძალიან კარგი ბავშვი იყო, თუმცა ოჯახურმა პიროიბებმა მასზე ძალიან იმოქმედა, რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ გათხოვდა, გაგვიხარდა თუმცა მალევე ხმა გავრცელდა, რომ ქმარს დაშორდა და სახლში დაბრუნდაო“- აცხადებს მეზობელი.

მისივე ინფორმაციით, გოგონას ძმა სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

LEAVE A REPLY