გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, 21 წლის ბიჭს კი სასწრაფოდ დახმარება სჭირდება – მიმართვა საზოგადოებას

სპეციალური ანგარიში 21 წლის ბიჭის დასახმარებლად: მიმღები: დავით ჯინჭარაძე, საბანკო კოდი: TBCBGE22, ანგარიშსწორების ანგარიში: GE77TB7745945061100032
მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს რესტორან “წისქვილთან” გზაზე გადასვლისას ორ ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, 21 წლის ბიჭი კი სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის. ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კობა ჯინჭარაძეს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ახალგაზრდას მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა აღენიშნება.

როგორც “ნიუპოსტს” დაშავებულის მეგობარმა განუცხადა, რადგან კობა ჯინჭარაძე რუსეთის მოქალაქეა სახელმწიფო არანაირ ხარჯებს არ ანაზღაურებს.

“21 წლის ბათუმელი ახალგაზრდა სიცოცხლისთვის იბრძვის, სჭირდება ჩვენი დახმარება, ერთი ლარიც ძალზე მნიშვნელოვანია! რამდენიმე დღის წინ ორ ახალგაზრდას ქუჩაზე გადასვლისას დაეჯახა მანქანა, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, 21 წლის კობამ კი დაკარგა მარჯვენა ფეხი და მიიღო სხეულის სხვა მძიმე დაზიანებები, აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის. სამწუხაროდ, ოჯახს არ აქვს ფინანსურად იმდენის საშუალება, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხები დაფარონ. გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მის ოჯახს და ერთად გადავარჩინოთ ამ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე. მას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება”- აცხადებენ დაშავებულის მეგობრები.

მათი ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ახალგაზრდებს დაეჯახა პოლიციამ მეორე დღეს დააკავა.

კობა ჯინჭარაძის დასახმარებლად TBC ბანკში სპეციალური ანგარიშია გახსნილი:

მიმღები: დავით ჯინჭარაძე

საბანკო კოდი: TBCBGE22

ანგარიშსწორების ანგარიში: GE77TB7745945061100032

LEAVE A REPLY