„გთხოვთ დამეხმაროთ! ჩემი სახელით იტყუება“- ნანუკა ჟორჟოლიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0
251

 

ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მეგობრებო, არასოდეს, არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია.

უფრო მეტიც, უკვე დავიწყეთ გარკვევა, რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც იტყუება ჩემი სახელით და შეცდომაში შეჰყავხართ თქვენ.

ეს კომპანია მოსკოვში საქმიანობს. საერთოდ არ არიან რეგისტრირებული საქართველოში. დავურეკეთ, ვითომ შეძენის კუთხით და ოპერატორმა აეროპორტის მაგისტრალზე მაწოდებენ წამალს, არც კი ვიცი ვისგან ვყიდულობო.

სერიოზული აფიორაა და არ გაეხვიოთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, რომელსაც აშკარად შეექმნება საფრთხე ამ წამლის მიღების შემდეგ.

გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში. 50-ზე მეტ შეტყობინებას ვიღებ დღეში. როგორც ჩანს, ბევრი შედის შეცდომაში.“

 

LEAVE A REPLY