გახდომის 9 საიდუმლო, რომელიც ყველა მეცნიერმა იცის, დიეტოლოგები კი დუმან

0
741
გახდომის 9 საიდუმლო, რომელიც ყველა მეცნიერმა იცის, დიეტოლოგები კი დუმან

გახდომის 9 საიდუმლო, რომელიც ყველა მეცნიერმა იცის, დიეტოლოგები კი დუმან

იმისათვის, რომ წონაში დაკლება შეძლოთ, უნდა მოიშოროთ ძველი, მავნე თვისებები.
1. თუ შეამცირებთ კალორიების მიღებას ან უფრო მეტს დაწვავთ, გახდომას დაიწყებთ. იმისათვის, რომ წონაში დაკლება დაიწყოთ, უნდა შეამციროთ ნახშირწყლები, მაგრამ უნდა გაზარდოთ ცხიმებისა და ცილების რაოდენობა.
ორაგული, სარდინი, ქაშაყი, ნიგოზი, ავოკადო, ხორცი, კვერცხი მართალია, ცხიმიანი პროდუქტებია, მაგრამ მდიდარია ომეგა 6-ით და ომეგა 3-ის სასარგებლო ცხიმებით. ის აუმჯობესებს ჰორმონ ინსულინის გამოყოფას და ცხიმის დაგროვება აღარ მოხდება.

2. სასურველია, დაარეგულიროთ ტკბილის ჭამა. ზოგჯერ ორგანიზმი სხვა ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას განიცდის, ადამიანს ”რამე გემრიელობა” უნდა და ტკბილეულის ჭამას იწყებს. იმისათვის, რომ მიკროელემენტების რაოდენობა შეივსოთ და ჰორმონალური ფონი დაირეგულიროთ, მიირთვით ბროკოლი, მწვანე ბოსტნეული, მწვანილი. ისინი შეიცავს ქრომს, რომელიც შეგიმცირებთ ტკბილეულის ჭამის მოთხოვნას.

3. უდროობის მიუხედავად, მაინც უნდა მოიწესრიგოთ ჭამის რეჟიმი. შეიძინეთ ერთი კვირის სამყოფი პროდუქტები. ხორცის ყიდვისას დააფასოეთ ის ულუფებად და დააწერეთ ”ორშაბათის საუზმე”; ”სამშაბათის სადილი” და ასე შემდეგ. ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა კონტეინერში მოათავსეთ და ასე გააკონტროლებთ, რამდენს ჭამთ ერთ ჯერზე.

4. მობილურში ჩაინიშნეთ, რომ 4 საათში ერთხელ უნდა ჭამოთ. მობილურში შეტყობინების ფუნქცია ისე დააყენეთ, რომ მოასწროთ კერძის შეთბობა ან მომზადება.
მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის სმა.

5. ნუ დაივიწყებთ ფიზიკურ დატვირთვას. ის უნდა იყოს რეგულარული,  მაგალითად, კვირაში 2 დღე 30 წუთი ივარჯიშეთ.

6. იმისათვის, რომ წონაში დაიკლოთ, უნდა შეიკავოთ თავი და არ მიირთვათ სასუსნავები.დროულად მოამზადეთ დიეტური საკვები: გამოაცხვეთ ხორცი, თევზი, ბოსტნეული. იმისათვის, რომ წონაში დაკლება დაიწყოთ, შეიძლება მეგობრებთან შეხვედრებზე უარის თქმა მოგიწიოთ, რადგან მათთან ერთად დალევას და მავნე საკვების ჭამას ვეღარ შეძლებთ.

7. საკვებზე დამოკიდებულება არსებობს:
მაგალითად, თუ ხაჭაპურს ჭამთ და სიამოვნებას განიცდით, ორგანიზმში დოფამინის ჰორმონი გამოიყოფა. თუ

სხვა დროს ხაჭაპურზე ან სხვა საყვარელ საკვებზე უარს იტყვით, ორგანიზმი დოფამინის ჰორმონს ვერ გამოჰყოფს და ცუდ ხასიათზე დადგება. უნდა ჩამოყალიბდეთ, რომ მავნე საკვები სიამოვნებას არ მოგანიჭებთ და ყოველდღე უმეოროთ საკუთარ თავს.

8. როცა ადამიანი გადაწყვეტს, სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს, გარშემო ყველა უკიჟინებს, რომ არაფერი გამოუვა და სიგარეტს სთავაზობენ. ასევეა დიეტის დროსაც. თითქოს, ყველა თქვენ წინააღმდეგ ილაშრებს და გემრიელობებს გთავაზობთ. იყავით ძლიერი, ვარჯიში და სწორი კვება სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ.

9. უარი თქვით რაფინირებულ ტკბილეულზე, ფასტფუდზე, ალკოჰოლზე, ნამცხვრებსა დატორტებზე. მართალია, სწრაფად ვერ დაიკლებთ წონაში, მაგრამ თვეების განმავლობაში ჯანმრთელ კვებას შეეჩვევით და წონაშიც ჯანსაღად დაიკლებთ.

LEAVE A REPLY