„გაფითრებული იყო. მეც მოვკვდი კინაღამ…“ სოფოს მოუვიდა რამე?-ნახეთ გიორგი გაბუნიას სკანდალური აღიარება

0
242

 

გიორგი გაბუნია ერთადერთი მენტორია, რომელსაც ამ დრომდე ორი კონკურსანტი ჰყავს „იქს ფაქტორში“. გუშინდელი ლაივკონცერტის შემდეგ ჩვენ მასთან გასაუბრება მოვახერხეთ.

– გიორგი, დღეს შეგეტყო ღელვა…

– რა ეტაპზე?

– როცა ბავშვებთან, შენი გუნდის წევრებთან მიხვედი გასამხნევებლად…

– იმიტომ, რომ ბავშვები საშინლად ნერვიულობდნენ, განსაკუთრებით გრიგოლი. წაშლილი ჰქონდა ბავშვს სახე, გაფითრებული იყო. მეც მოვკვდი კინაღამ. ყველა გრიგოლს ამშვიდებდა. არ იყო კმაყოფილი თავისი შესრულებით.

– თავად კმაყოფილი ხარ?

– კი, პატარა ხარვეზები ზრდასრულ, პროფესიონალ მომღერლებსაც მოსდით. უბრალოდ გრიგოლი ზედმეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველაფერს.

– რატომ ამღერე ბავშვებს ქართული სიმღერები?

– იმიტომ, რომ ეს რთული ამოცანაა. მინდოდა ჩემს კონკურსანტებს ეჩვენებინათ, რომ შეუძლიათ ამ რთული ამოცანის დაძლევა, რომელსაც ხშირად პროექტის მონაწილეები, თუ კონკრეტულად ქართული ტური არ არის, გაურბიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სირთულეების არ გვეშინია

LEAVE A REPLY