განსაკუთრებით საზარელი მკვლელობა თბილისში: დაკავებულია 5 ახალგაზრდა, მათ შორის, მოკლულის 18 წლის ქალიშვილი

0
722
განსაკუთრებით საზარელი მკვლელობა თბილისში: დაკავებულია 5 ახალგაზრდა, მათ შორის, მოკლულის 18 წლის ქალიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი – მათი მეგობარი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი – დანაშაულის შეუტყობინებლობა.

LEAVE A REPLY