„გამიტაცეს, სასიკვდილოდ დამჩეხეს და ტყეში დამაგდეს“ – გია სურამელაშვილი შვილის შავ სამყაროსთან კავშირს აღიარებს

0
649

„გამიტაცეს, სასიკვდილოდ დამჩეხეს და ტყეში დამაგდეს“ – გია სურამელაშვილი შვილის შავ სამყაროსთან კავშირს აღიარებს

„სამი წელი ციხეში იჯდა. იმდენად ვაჟკაცია, რომ არავითარი შეწყალება არ დაწერა. უფალს ვევედრები, რომ უმრავლოს საქართველოს ასეთი ვაჟკაცები. ჩემს შვილზე სერიოზულად იყო საუბარი იმაზე, რომ მაღალი რანგის შავი სამყაროს წარმომადგენელი გამხდარიყო. სერიოზულ პატივს სცემენ, ძალიან ვაჟკაცურია. მიუხედავად იმისა, რომ მე უამრავი მეგობარი მყავს შავი სამყაროდან, არ ვიყავი მომხრე ამ გზას გაჰყოლოდა. მე თვითონ ბევრ ქურდთან და ქურდის ცოლებთან ვმეგობრობ და დიდ პატივს მცემენ. მოსკოვში ძალიან დამეხმარნენ, თან გადამყვნენ როდესაც გაიგეს რომ გამიტაცეს. მოსკოვში ყოფნისას მანქანა კი მემსახურებოდა, მაგრამე ერთ-ერთი ქურდის დაბადების დღიდან გამოვიპარე და ტაქსით წამოვედი. ალბათ რომ გიწერია ადამიანს ეგ იყო, თორემ რას მოვდიოდი. გამიტაცეს, სასიკვდილოდ დამჩეხეს და ტყეში დამაგდეს. ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი. გამიმართლა, რომ ზაფხული იყო, თორემ ზამთარში გავიყინებოდი და დიდი ხნის მკვრადი ვიქნებოდი. ისევ თვითონ მოვედი გონს, გზამდე გამოვსულვარ. კეთილი ადამიანები კი ყველგან არიან. სანამ გონს არ მოვედი არავის გაუგია ჩემი ამბავი. რომ მოვედი აზრზე და ყველამ გაიგო, გადამყვნენ ჩემი დაქალები. სხვა ქალაქში გადამაფრინეს და ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან. მთელი მოსკოვი ფეხზე დადგა” – ყვება „თბილისელებთან” ინტერვიუში გია სურამელაშვილი.
 

LEAVE A REPLY