გაატარეთ 60 დღე საწოლში და მიიღეთ 100 000 დოლარი

0
656
გაატარეთ 60 დღე საწოლში და მიიღეთ 100 000 დოლარი
ნასა 60 დღის საწოლში გატარებისთვის 100 000 დოლარს იხდის. როგორც ჩანს, კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ გადაწყვიტა, აახდინოს უამრავი ადამიანის ოცნება და არაფრის კეთებისთვის უზარმაზარი ხელფასი გადაიხადოს.
„საწოლში წოლის კვლევა” 60 დღე გაგრძელდება და ყველა შერჩეულ მონაწილეს ამ დროის განმავლობაში ადგომის უფლება არ ექნება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთი შეხედვით მარტივი დავალება სინამდვილეში რთულად შესასრულებელია. ვერც სმარტფონი, ტელევიზორი თუ წიგნები ვერ შეძლებენ, რომ 60-დღიანი უმოქმედობა მარტივი გახადონ. უზარმაზარი ანაზღაურებაც სწორედ ამ სირთულეების გათვალისწინებით დაინიშნა.
რაც შეეხება ნასას, მისი მიზანია, დაადგინოს, თუ როგორ იმოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე კოსმოსში დიდი დროის გატარება და როგორ აისახება ეს ზოგად ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

LEAVE A REPLY