ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა, დღეს თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა (ვიდეო)

0
571
ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა, დღეს თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა (ვიდეო)

ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომლის გადასარჩენად უამრავი ადამიანი გაერთაინდა, დღეს თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმნიუსს” საქველმოქმედო ფონდში “სიკეთის კვალი” დაუდასტურეს.
ბავშვს სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროებოდა, რომელიც თურქეთის კლნიკაში 126 000 აშშ დოლარი ჯდებოდა. ბარბარეს გადასარჩენად ათსობით ადამიანი გაერთიანდა, რის შედეგადაც 90 ათას ლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი, დამატებით ჯანდაცვის სამინისტრომ პატარას გადასარჩენად 44 ათასი დოლარი გამოყო.
ბარბარეს თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა, რამაც თავის ტვინის შეშუპება გამოიწვია.

LEAVE A REPLY