,,ბავშვები უპატრონოდ იყვნენ დარჩენილი” – ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის დეტლები

0
792

,,ბავშვები უპატრონოდ იყვნენ დარჩენილი” – ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის დეტლები

ზუგდიდში გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგონას ვინაობა, რომელიც დღეს დილით ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს იდენთიფიცირებულია. როგორც “ნიუპოსტს” ზუგდიდიდან აცნობეს, გარდაცვლილი 16 წლის ადგილობრივი მ.მ-ია.

როგორც 16 წლის გოგონას მეზობლები “ნიუპოსტთან” ჰყვებიან, არასრულწლოვანის დედა 4 თვის წინ გათხოვდა, მამა კი ბავშვებისგან დამოუკიდებლად სოფელ ორსანტიაში ცხოვრობს.

გოგონა ე.წ შონიას ტექნიკუმის შენობაში 2 და-ძმასთან ცხოვრობდა და მათ უვლიდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ფინანსურად ძალიან უჭირთ.

“ეს ბავშვები უპატრონოდ იყვნენ დარჩენილები, დედ-მამა წლების წინ გაშორდა. ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ ხშირად დადიოდა, ბავშვები კი შონის ტექნიკუმში ცხოვრობდნენ. მარიამი იყო მისი და-ძმის დედაც და მამაც. მამამისი ორსანტიაში ცხოვრობს, სმას გადაჰყვა”- ჰყვება მეზობელი.

16 წლის გოგონა სკოლიდან მეცხრე კლასის შემდეგ გამოვიდა და საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. დედა კი სამუშაოდ თურქეთში ხშირად დადიოდა.

არასრულწლოვანი დღეს დილით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი გამვლელმა იპოვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

LEAVE A REPLY